Sunday, October 21, 2018

მეოთხე დღე დაიწყო ჩვენი ნამუშევრების განხილვით  სადაც ტრენერი გვაძლევდა რჩევებს. შემდეგ გადავედით შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვაზე.  : განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები. 
შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას, მათ მიერ        მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას და უნარ-ჩვევების დაუფლებას. სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის. დავფიქრდით შეფასების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენების გზებზე, შეფასების განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე.

წავკითხეთ  მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების გამოყენების სტრატეგიები. ვიმსჯელეთ,  როგორ გამოვიყენებ შემოთავაზებულ იდეებს  სასწავლო პროექტში. გავაკეთეთ    ჩანაწერები და შევინახეთ საქაღალდეში.

1 comment:

  1. მახარებს თქვენი აქტიურად ჩართულობა , მნიშვნელოვანია იდეების გაზიარება.
    დროული უკუკავშირი ხშირად მიზნისკენ უფრო სწრაფად მიგვიყვანს.

    ReplyDelete

  კურსის რეფლექსია  2018  წლის 13 /10-11/11     გავიარე   ტრენინგი -   ინტელის საგანმანათლებლო კურსი ,, პროექტებით სწავლება ...