კურსის რეფლექსია
2018 წლის 13 /10-11/11 გავიარე ტრენინგი - ინტელის საგანმანათლებლო კურსი ,,პროექტებით სწავლება ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით’’. ამ მეთოდით სწავლებით ჩემს მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში და დაეხმარება მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. შევქმენი ჩემი საქაღალდე თითოეული მოდულის მასალის შესანახად. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას. ცხრა დღის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდით პროექტის
შექმნაზე .
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, საჭირო დამხმარე რესურსების მოძიება და მისი განხორციელება, პროექტის დაგეგმვა, ''ჩემი პორტფოლიოდან'' საჭირო მასალების ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება. ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები.
ტრენინგის კურსი საინტერესო და სასიამოვნო იყო, რაც ტრენერის, ნათია ცინცაძის, დამსახურებაა. გმადლობთ მოთმინებისათვის. იმედია აქ ნასწავლს გამოვიყენებ პრაქტიკაში და საგაკვეთილო პროცესი გახდება უფრო საინტერესო, უფრო აქტიური და ტექნიკურად გამართული.
No comments:
Post a Comment