Sunday, November 11, 2018

 კურსის რეფლექსია 




2018  წლის 13 /10-11/11   გავიარე  ტრენინგი -  ინტელის საგანმანათლებლო კურსი ,,პროექტებით სწავლება ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით’’. ამ   მეთოდით სწავლებით ჩემს მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში და დაეხმარება მათ სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. შევქმენი ჩემი საქაღალდე თითოეული მოდულის მასალის შესანახად. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას. ცხრა დღის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდით პროექტის შექმნაზე .
    ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, საჭირო დამხმარე რესურსების მოძიება და მისი განხორციელება, პროექტის დაგეგმვა, ''ჩემი პორტფოლიოდან'' საჭირო მასალების ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება. ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები.
    ტრენინგის კურსი საინტერესო და სასიამოვნო იყო, რაც ტრენერის, ნათია ცინცაძის, დამსახურებაა. გმადლობთ მოთმინებისათვის. იმედია აქ ნასწავლს გამოვიყენებ პრაქტიკაში და საგაკვეთილო პროცესი გახდება  უფრო საინტერესო, უფრო აქტიური და ტექნიკურად გამართული.

Saturday, November 10, 2018

დღევანდელი ტრენინგი ნაყოფიერი იყო. სამუშაო დღე დავიწყეთ  გეგმების განხილვით, შევიტანეთ ცვლილებები,  განვიხილეთ  კითხვარი დიფერენცირებული  სწავლისათვის. შევარჩიეთ აქტივობები დაწყვილებისა და დაჯგუფებისათვის..   ჩავაშენეთ ბლოგზე პროექტის პრეზენტაცია.

Sunday, November 4, 2018

ტრენინგის მე-7 დღეს ტრენერი გვესაუბრა შეფასების რუბრიკების მნიშვნელობაზე. გავეცანით  შეფასენბის რუბრიკების სხვადასხვა ნიმუშებს , ჩეკლისტებს. ამ რუბრიიკებისა  და ჩეკლისტების საშუალებით მოსწავლეები  შეძლებენ საკუთარი თავისა და ერთმანეთის შეფასებას. ეს დამეხმარება პროექტის ეფექტურად წარმართვაში.

Saturday, November 3, 2018

ტრენინგის მე-6 დღე ნაყოფიერი იყო, ვისწავლეთ  , თუ როგორ გამოვიყენოთ  ჩვენს თემაში ინტერნეტი.  განვიხილეთ თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.  შევქმენით პრეზენტაცია პოვერფოინდში.  

ვისწავლე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.   როგორ შეიძლება დავეხმნარო ყველა მოსწავლეს წარმატებით შეასრულოს საპროექტო დავალებები.

შევქმენი მოსწავლის  რესურსი  ჩავაშენე ბლოკში.  













Saturday, October 27, 2018



მეხუთე დღე ნაყოფიერი და საინტერესო იყო.  გავეცანი  რჩევებს და მეთოდებს უკუკავშირისთვის.   უკუკავშირი ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი  კომპონენტია. კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს სარგებელი მოაქვს მისთვის, ვინც  გასცემს  და მათთვისაც ვინც  იღებს მას.  უკუკავშირის დროს მოსწავლეები  უკეთ აყალიბებენ  მოსაზრებებს და პასუხობენ შეკითხვებს.  უკუკავშირი უნდა იყოს დროული.  განვიხილეთ უკუკავშირის სახეები და  უკუკავშირის მიცემის ზოგადი საკითხები.     შევავსეთ საავტორო უფლებების ტესტი.  ვისწავლე როგორ დავიცვა საავტორო უფლებები.   განვიხილეთ საავტორო უფლებების ნორმები.   შევადგინე ჩემი თემის ბიბლიოგრაფია.  მადლობა ქალბატონო ნათია.



Sunday, October 21, 2018

მეოთხე დღე დაიწყო ჩვენი ნამუშევრების განხილვით  სადაც ტრენერი გვაძლევდა რჩევებს. შემდეგ გადავედით შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვაზე.  : განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები. 
შეფასების სხვადასხვა ფორმა გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას, მათ მიერ        მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებას და უნარ-ჩვევების დაუფლებას. სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება და დანახვა ეფექტური სწავლებისა და შეფასების დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის. დავფიქრდით შეფასების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენების გზებზე, შეფასების განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე.

წავკითხეთ  მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების გამოყენების სტრატეგიები. ვიმსჯელეთ,  როგორ გამოვიყენებ შემოთავაზებულ იდეებს  სასწავლო პროექტში. გავაკეთეთ    ჩანაწერები და შევინახეთ საქაღალდეში.

  კურსის რეფლექსია  2018  წლის 13 /10-11/11     გავიარე   ტრენინგი -   ინტელის საგანმანათლებლო კურსი ,, პროექტებით სწავლება ...